რა ქონებას ფლობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე?

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა.

მიმდინარე წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მინდია ჯანელიძემ სახელფასო ანაზღაურების სახით უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

რა ქონებას ფლობს პარლამენტის უხუცესი წევრი

დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 94 500 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 3 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჯანელიძე თბილისში ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 115 კვ.მ ფართის ბინას ფლობს, რომელიც 65 000 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 20 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი და მოსკოვის გამზირზე მდებარე 72 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი. რაც შეეხება ფალიაშვილზე განთავსებულ 90 კვ.მ ფართობის კომერციულ ფართს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი მინდია ჯანელიძის მეუღლე ეკატერინე ჯანელიძეა.

დეკლარაციის მიხედვით, ჯანელიძის მეუღლე ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას BMW X4, რომელიც ეკატერინე ჯანელიძეს 41 000 ევროდ აქვს შეძენილი.

ჯანელიძის მეუღლე ფალიაშვილზე მდებარე შპს "თრეველ პორტი საქართველოს" დამფუძნებელი და დირექტორია.

გასულ წელს კომპანიიდან მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 170 000 ლარი შეადგინა.

ეკატერინე ჯანელიძე ასევე ფიქსირდება შპს "სან ჰაუსი საქართველოს" პარტნიორად. აღნიშნული კომპანიიდან გასულ წელს მიღებულმა შემოსავალმა 1250,00 ლარი შეადგინა. იხილეთ გაგრძელება

რა ქონებას ფლობს კახა კალაძე?

რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი

რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე

myquiz