"ვიზეარი" მომხმარებლებს ტარიფის გაყინვის სერვისს სთავაზობს | Allnews.Ge

"ვიზეარი" მომხმარებლებს ტარიფის გაყინვის სერვისს სთავაზობს

ავიაკომპანია "ვიზეარი" მომხმარებლებს ტარიფის გაყინვის (FARE LOCK) შესაძლებლობას სთავაზობს.

ინფორმაცია ამის შესახებ "ვიზეარის" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. ტარიფის გაყინვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, არჩეული ტარიფი 48 საათის ვადით შეინარჩუნოთ.

მუშაობის პრინციპი:

- დაიწყეთ დაჯავშნა და აირჩიეთ სასურველი მარშრუტი თუ ტარიფის კლასი

- აირჩიეთ ტარიფის გაყინვის სერვისი, რომელიც ნაჩვენები იქნება ტარიფების სექციის ქვეშ

- დაამატეთ მგზავრებისა და გადახდის დეტალები, ხოლო შემდეგ გადაიხადეთ ტარიფის გაყინვის მოსაკრებელი საკრედიტო ბარათის ან თქვენს WIZZ ანგარიშზე არსებული ბალანსის მეშვეობით

- თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდზე ნაჩვენები იქნება ის თარიღი, რომლამდეც შეგეძლებათ დაჯავშნის გაფორმების დასრულება

სერვისი ხელმისაწვდომია იმ ჯავშნებისთვის, რომლებიც გაფორმდება გამგზავრების თარიღამდე შვიდი დღით ადრე, ან პირველი რეისის გამგზავრების თარიღამდე, თუ ავიაბილეთი ორმხრივია.

მომსახურების ღირებულება 3 ევროა.

myquiz