საქართველოს 700 000-ზე მეტი პენსიონერი ჰყავს | Allnews.Ge

საქართველოს 700 000-ზე მეტი პენსიონერი ჰყავს

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღებია 725 963 პირი, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, 2016 წელს ასაკით პენსიონერებზე გაიცა 1 469 165 816 ლარი, წელს აგვისტოს ჩათვლით გაცემულია 1 048 839 326 ლარი.

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

ყოველთვიურად გადარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 131 მილიონ ლარს.

როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას

საქართველოში თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია განისაზღვრება 180 ლარით, თუმცა 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის მიხდვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთის გაიცემა ყოველთვიური დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით, ანუ ჯამში ისინი 216 ლარს იღებენ.

1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრებლები 216-ლარიან პენსიას მიიღებენ

myquiz