ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება | Allnews.Ge

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა და მასთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე ახალი სარკინიგზო მონაკვეთით მივიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა.

გიორგი გახარიას თქმით, რკინიგზასთან დაკავშირებით, სამივე ქვეყანას დიდი მოლოდინი აქვს.

"გამოვთქვამ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე ამუშავდეს ეს პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური წინსვლის გაძლიერებას," - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მისი ამოქმედების კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

myquiz