როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი", რომელიც შემოდგომაზე გაიხსნება | Allnews.Ge

როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი", რომელიც შემოდგომაზე გაიხსნება

სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" შემოდგომაზე გაიხსნება. ცენტრი რამდენიმე ბრენდს გააერთიანებს, მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Romn-ი. გარდა ამისა, "გალერია თბილისში" წარმოდგენილი იქნება Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.  ცენტრში განთავსდება H&M-ის მაღაზიაც, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "გალერია თბილისში" საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს.

შენობის ბოლო სართულზე პრემიუმ კლასის ექვსდარბაზიანი კინოთეატრი, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი განთავსდება.

myquiz