საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა | Allnews.Ge

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, 2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 283.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (17.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (39.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (12.2 მლნ აშშ დოლარი), იტალია (11.8 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (11.6 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (10.4 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მლნ აშშ დოლარისა (35.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

myquiz