რა ანაზღაურებას იღებენ "საქართველოს ბანკის" მთავარი ფიგურები | Allnews.Ge

რა ანაზღაურებას იღებენ "საქართველოს ბანკის" მთავარი ფიგურები

სააქციო საზოგადოება "ბიჯეო ჯგუფმა", რომელიც სს "საქართველოს ბანკის" ჩვეულებრივი აქციებისა და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს ფლობს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტის წევრების ანაზღაურების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც "ბიჯეო ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ნამიჩეიშვილის 28 ივნისის განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) შემდეგნაირად განისაზღვრება: ნილ ჯანინი − 210,313 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი; დევიდ მორისონი − 97,820 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი; სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენი წევრები (გარდა ირაკლი გილაურისა) კი − 73,365 ამერიკული დოლარის ექვივალენტი.

"ბიჯეო ჯგუფის" გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის ანაზღაურება კი განცხადების თანახმად, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაგრძელდება.იხილეთ გაგრძელება

myquiz