რა ინფორმაციას ფლობს ჩვენ შესახებ "კრედიტინფო" | Allnews.Ge

რა ინფორმაციას ფლობს ჩვენ შესახებ "კრედიტინფო"

იმაზე, თუ რა ინფორმაციას ინახავს თქვენ შესახებ "კრედიტინფო", შესაძლოა, დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბანკებთან, არამედ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან ან თუნდაც იმ ბინის მეპატრონესთან, ვისგანაც ბინის დაქირავებას აპირებთ.

არსებობის 12 წლის განმავლობაში "კრედიტინფო საქართველოში" 18 მილიონი ჩანაწერი დაგროვდა. აქედან 2 მილიონზე მეტი ჩანაწერი ფიზიკურ პირებს ეხება. მართალია, აღარ არსებობს ე. წ. თეთრი და შავი სიები, თუმცა თქვენ შესახებ შესაძლებელია ინახებოდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინფორმაცია.

ალექსანდრე გომიაშვილი, "კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორი: "როცა კომპანია დაარსდა, ჩვენმა აქციონერმა და სხვა ბანკებმაც დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება მათი მომხმარებლების შესახებ. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ბანკებთან მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას ვცვლიდით. სწორედ აქედან წამოვიდა ე. წ. შავი სია - ხალხმა შეარქვა ასე. თუმცა ჩვენმა კლიენტებმა მალევე დაასკვნეს, რომ საჭირო იყო ერთმანეთთან დადებითი ინფორმაციის გაცვლაც. აუცილებელია არა მხოლოდ ნეგატიური კლიენტურის იდენტიფიცირება, არამედ იმათიც, ვისაც პოზიტიური საკრედიტო ისტორია აქვს და ვისთვისაც სესხის მიცემა ნაკლებად სარისკოა.

ჩვენთან თავმოყრილია ინფორმაცია ყველა ჩვენი კლიენტი ორგანიზაციის მომხმარებლის შესახებ.

ესენი არიან ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ონლაინგამსესხებლები, სალიზინგო კომპანიები. ბოლო დროს შემოგვიერთდნენ სადისტრიბუციო და სხვა ტიპის ორგანიზაციებიც.

მაგალითად, ერთ-ერთი მობილური ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას იმ აბონენტთა შესახებ, ვინც მათთან ტელეფონი გამოიტანა განვადებით და ფულს არ იხდის. სადისტრიბუციო კომპანიებს პირველ ეტაპზე ექნებათ ცნობები მხოლოდ ცუდი გადამხდელების შესახებ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში დადებითი ინფორმაციაც გაცვალონ დისტრიბუტორებმა, რათა იდენტიფიცირებული იყოს კეთილსინდისიერი მაღაზიები, სავაჭრო ქსელები, რომლებიც დროულად იხდიან. ეს სადისტრიბუციო კომპანიებს მუშაობას გაუადვილებს.

- ბოლო მონაცემებით, რამდენი ჩანაწერია თქვენს საინფორმაციო ბაზაში და მათ შორის რამდენია ნეგატიური?

- 2016 წლის 31 დეკემბრისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში 18 156 584 ჩანაწერი იყო, რაც ნიშნავს, რომ ასახულია ინფორმაცია სწორედ ამდენი კონტრაქტის შესახებ. ეს ჩანაწერები დაკავშირებულია 2 365 000 ფიზიკურ და 66 200 იურიდიულ პირთან. არ შემიძლია ნეგატიური ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, თუმცა გეტყვით, რომ ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, რადგან ჩნდება ახალი ვალდებულებები და შესაბამისად, იზრდება უარყოფითი ჩანაწერებიც. მაგალითად, ბაზარზე გაჩნდნენ ონლაინსასესხო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო სარისკო სესხებს გასცემდნენ და მათთან ვადაგადაცილებების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში.

- ფიზიკური პირების შესახებ კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ?

- ბიოგრაფიული ცნობები: გვარი, სახელი, პირადი ნომერი, სქესი და ოჯახური მდგომარეობა; ინფორმაცია სესხის შესახებ: რა თანხაა გაცემული, რომელ ვალუტაში, რა ვადით და ყოველთვიური შენატანი რამდენია. გარდა ამისა, ასახულია ინფორმაცია საკრედიტო ბარათებზე არსებული ლიმიტისა და გამოყენებული თანხის შესახებ.

ცნობები კლიენტის დეპოზიტების შესახებ ჩვენთან არ ინახება.

- ვის შეუძლია გამოითხოვოს თქვენგან ეს ინფორმაცია და ვის აქვს უფლება, ამ ინფორმაციით ისარგებლოს?

- ჩვენი მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი კლიენტებისთვის, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმად აღებული აქვთ ვალდებულებები და ყოველი მათი ძიება კანონიერია. კანონიერება ნიშნავს, რომ, მაგალითად, ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს, რომ მისი ინტერესი ამა თუ იმ პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. ვთქვათ, ბანკის ლეგიტიმური ინტერესი, რომ გაარკვიოს, რა საკრედიტო ისტორია აქვს მის პოტენციურ კლიენტს, აღემატება ამ კლიენტის ინტერესს, რომ ინფორმაცია მისი საკრედიტო ისტორიის შესახებ იყოს კონფიდენციალური. თუმცა პრაქტიკაში თითქმის ყველა ჩვენი მომხმარებელი წინასწარ იღებს თანხმობას საკუთარი კლიენტისგან. ეს პუნქტი სასესხო ხელშეკრულებაშიც არის ასახული, რომ ბანკი იტოვებს უფლებას, მოიძიოს ინფორმაცია პოტენციური კლიენტის შესახებ. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz