ვის ემსახურება სახელმწიფო ავტომობილი საქართველოში | Allnews.Ge

ვის ემსახურება სახელმწიფო ავტომობილი საქართველოში

საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების უმეტესობას ავტომობილები ემსახურება, რომელთა შეძენა, მოვლა და საწვავის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საზოგადოება ხელისუფლებას ძვირადღირებული ავტომობილების შეძენისა და მასზე გაწეული ხარჯების გამო ხშირად საყვედურობს ხოლმე. Allnews.ge დაინტერესდა, თუ რომელ საჯარო სტრუქტურებს აქვს ყველაზე დიდი ავტოპარკი. budgetmonitor-ზე გამოქვეყნებული 2016 წლის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ აღნიშნულ ინფორმაციას:

რაც შეეხება საწვავის ხარჯებს, budgetmonitor-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 307 935 ლარი დახარჯა გასულ წელს. გარემოს დაცვის სამინისტრომ 285 950 ლარი, ეკონომიკის სამინისტრომ 118 972, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 144 261 ლარი და ა.შ.

1. სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 100 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 307 935 ლარი;

2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 70 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი- 285 950 ლარი;

3. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 63 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 164 448 ლარი;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 62 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი -281 501 ლარი;

5. საერთო სასამართლოები - 52 ავტომობილი , საწვავის წლიური ხარჯი - 274 148 ლარი;

6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 46 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 238 165 ლარი;

7. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - 34 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 270 806 ლარი;

8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 30 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 118 972 ლარი;

9. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 24 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი -144 261 ლარი;

10. სახელმწიფო აუდიტის სამსახური - 24 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი -92 951 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილები, ძირითადად, ადმინისტრაციის ზემდგომ პირებს ემსახურება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz