რა შემთხვევაში მიიღებთ ენერგოკომპანიისგან ანაზღაურებას | Allnews.Ge

რა შემთხვევაში მიიღებთ ენერგოკომპანიისგან ანაზღაურებას

თუ სახლში ელექტროენერგიის გამომუშავებას თავად აწარმოებთ, მზის პანელების, ქარის ენერგიისა თუ სხვა მწვანე ენერგიის საშუალებით, მაშინ შესაძლოა, ეს თქვენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც გახდეს.

მაგალითად, თუ მზის პანელებით სარგებლობთ და კონკრეტულ პერიოდებში ელექტროენერგია არ გესაჭიროებათ ან გამორთული გაქვთ, მოწყობილობა მას მაინც გამოიმუშავებს. ამ დროს ელექტროენერგია იკარგება, რადგან მისი აკუმლატორში დაგროვება ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ, მაგრამ არ მოიხმართ, შეგიძლიათ, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩაუშვათ. ამ შემთხვევაში, გამანაწილებელი კომპანია მის საფასურს წლის ბოლოს აგინაზღაურებთ.

"ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართვის შემთხვევაში, "სემეკის" მიერ შემუშავებული ანგარიშსწორების მიხედვით, ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება, საანგარიშო წლის ბოლო თვეს, კონრეტული გამანაწილებელი კომპანიის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფში გათვალიწინებული  ელექტროენერგიის ფასით მოხდება,"-ნათქვამია "სემეკის" განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ მიწოდებული ენერგია, ქსელიდან მოხმარებულზე მეტია, მიწოდებული ჭარბი ენერგია მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება.

აღნიშნული დადგენილება 8 თვის წინ ამოქმედდა, შესაბამისად, თუ ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებთ, შეგიძლიათ, გაყიდოთ კიდეც.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz