მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერები | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერები

მსოფლიოს ბევრი მილიონერი რუსია. ისინი როგორც ძვირფასი ლითოების, ისე ნავთობის, ბანკებისა და სპორტის ბიზნესში არიან ჩართულები.

Forbes-ის მსოფლიო მილიონერების სიაში ბევრ რუსს შეხვდებით. Business Insider-ი მათ სიას გვთავაზობს:

1. ლეონიდ მიხელსონი - 14,4 მილიარდი დოლარი

60 წლის მილიარდერი რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის მოსკოვში არსებული ბუნებრივი აირისა და ნავთობქიმიკატების კომპანიის, "სიბურისა" და ბუნებრივი აირის ფირმის, "ნოვატეკის" მფლობელია.

2. მიხაილ ფრიდმანი - 13,3 მილიარდი დოლარი

52 წლის მილიარდერი ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო ჯგუფის, Alfa Group-ის მფლობელია. მის საკუთრებაში, ასევე რუსეთში არსებული Alfa Bank-ია.

3. ალიშერ უსმანოვი - 12,5 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი 62 წლისაა. მან აღნიშნული თანხა რამდენიმე კომპანიაში ინვესტირებით დააგროვა. ეს კომპანიები რკინისა და ფოლადის ფირმა Metalloinvest-ი, მობილური ტელეფონების კომპანია MegaFon-ი, გაზეთი Kommersant-ი და საფეხბურთო კლუბი Arsenal-ია.

4. ვლადიმირ პოტანინი - 12,1 მილიარდი დოლარი

მოსკოვში დაბადებული ოლიგარქი, მილიარდების მფლობელი ლითონის კომპანია Norilsk Nickel-ით გახდა. 1990 წელს, იგი კონგლომერატ, Interros-ის ხელმძღვანელი იყო.

ბიზნესმენი ამჟამად 55 წლისაა.

5. გენადი ტიმჩენკო - 11,4 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი 63 წლისაა. ის ნავთობისა და გაზის კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც ჟენევაში დააარსა.

6. ალექსეი მორდაშოვი - 10,9 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი ქარხნის მუშების ოჯახში დაიბადა, მილიარდები კი თვითონ იშოვა. ის ფოლადის ფირმის Severstal-ის მფლობელია. ალექსეი მორდაშოვი ამჟამად 50 წლისაა.

7. ვიქტორ ვეკსელბერგი - 10,5 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი უკრაინაში დაიბადა და კაპიტალის ნახევარი ნავთობის კომპანია TNK-BP-ს საშუალებით იშოვნა. მას ინვესტიციები კომპანია Schmolz+Bickenbach-ში, შვეიცარიული ფოლადის ფირმაში, იტალიის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში Octo Telematic-ში, კიპრის ბანკსა და სხვა კომპანიებში აქვს.

ბიზნესმენი ახლა 59 წლისაა.

8. ვლადიმირ ლიზინი - 9,3 მილიარდი დოლარი

60 წლის ბიზნესმენი, რომელიც მექანიკოსი და ფოლადის მუშა იყო, მილიონერი ფოლადის კომპანიის, Novolipetsk-ის საშუალებით გახდა. კომპანია რუსეთში მეტალის უდიდესი ფირმა გახდა.

9. ვაგიტ ალექსპეროვი - 8,9 მილიარდი დოლარი

ნავთობის მაგნატი, ვაგიტ ალექსპეროვი, რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიის, Lukoil-ის მფლობელია.

ბიზნესმენი 65 წლისაა.

10. გერმან ხანი - 8,7 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენს აქციები უდიდეს ინდუსტიულ და საინვესტიციო კომპანია Alfa Group-ში აქვს. მანამდე, ის ყოფილი ნავთობკომპანია TNK-BP-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ბიზნესმენი 54 წლისაა.

11. ანდრეი მელნიჩენკო - 8,2 მილიარდი დოლარი

44 წლის მილიარდერი, აღნიშნული კაპიტალის მფლობელი MDM Bank-ის საშუალებით გახდა. ის ასევე Eurochem-ის, ქვანახშირის კომპანიის SUEK-ისა და ფირმა SGK-ის მფლობელია.

12. დიმიტრი რიბოლოვლევი - 7,7 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენის მეორე პროფესია, ექიმობაა. მან მილიარდები სასუქების უდიდესი კომპანიის დირექტორობით იშოვა. 1995 წელს ის კომპანია Uralkali- აღმასრულებელი დირექტორი იყო.

49 წლის ბიზნესმენი ახლა მონაკოში ცხოვრობს და საფეხბურთო კლუბ AS Monaco-ს აქციებს ფლობს.

13. რომან აბრამოვიჩი - 7,6 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი ახლა 49 წლისაა. ის კომპანია Evraz-ის, ნიკელის მწარმოებელი კომპანია Norilsk Nickel-ისა და საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის მფლობელია.

14. მიხაილ პროხოროვი - 7,6 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი ამჟამად 51 წლისაა. იგი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, Brooklyn Nets-ის და Barclays Centre-ს მფლობელია. ასევე, ნიუ იორკის მთავარ გუნდს ფლობს.

ბიზნესმენი ნიკელის კორპორაცია, Norilsk Nickel-ის ინვესტორია. აღსანიშნავია, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეა.

15. ალექსეი კუზმიჩევი - 6,7 მილიარდი დოლარი

ის მომგებიან ინვესტიციებს Alfa Group-ში ფლობს. ბიზნესმენს აქციები სხვადასხვა ნავთობკომპანიაშიც ჰქონდა. ის ამჟამად 51 წლისაა.

myquiz