ნორვეგიული კომპანია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს | Allnews.Ge

ნორვეგიული კომპანია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს

ნორვეგიული კომპანია Clean Energy საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ნორვეგიული მედიის Norwaytoday-ს ცნობით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია, რაც დაახლოებით 960 მილიონი დოლარის ტოლია.

გამოცემის ინფორმაციით, ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია პროექტის განხორციელებას თურქულ ინდუსტრიულ კომპანია Enka-სთან ერთად აპირებს.

ჰიდროელექტროსადგური წლიურად 1.5-1.6 ტერავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

ხოლო მისი დადგმული სიმძლავრე 436 მეგავატი იქნება.

"ეს იქნება ყველაზე დიდი ნორვეგიული პროექტი და ჰიდროელექტრო სადგური, რომელსაც ნორვეგიული კომპანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ განახორციელებს", - აღნიშნა Clean Energy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდცეგმა.

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ცნობით CLEAN ENERGY GROUP GEORGIA ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე განახორციელებს.

 

BPN.GE

myquiz