რამდენით გაძვირდება საწვავი 2017 წელს | Allnews.Ge

რამდენით გაძვირდება საწვავი 2017 წელს

ბოლო ორი თვის განმავლობაში საცალო ქსელში საწვავი უკვე ორჯერ გაძვირდა და საერთო ჯამში, 1 ლიტრის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდა. ნავთობიმპორტიორები ბოლო გაძვირების მიზეზად ლარის კურსსა და საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდას ასახელებენ. გაძვირების კიდევ ერთი ტალღა ახალი წლიდან არის მოსალოდნელი - ცხადია, თუ ამოქმედდება მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა თანახმად, მკვეთრად იზრდება აქციზის გადასახადი საწვავზე.

ვანო მთვრალაშვილი, "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე: - საწვავზე ფასის მატების საფუძველი გახდა საერთაშორისო ფასების ზრდა საინფორმაციო სააგენტო Platts-ის მიხედვით და ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ. ამ ორი ფაქტორის მიზეზით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პერიოდულად იმატებდა საწვავის ფასები და საერთო ჯამში, 1 ლიტრის ფასი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა.

ფასმა მოიმატა მთლიანად სექტორში, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ ქსელში.

საერთაშორისო ფასები ეს ორი თვე არაერთგვაროვნად იცვლებოდა, მატებას თან სდევდა მცირე ხნით კლება, შემდეგ ბოლოს კვლავ მატება აღინიშნა. ფასების ცვლილება მთლიანობაში დაკავშირებული იყო OPEC-ს წევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების პოლიტიკასთან. ამ პერიოდში ისინი ორჯერ შეხვდნენ და მსჯელობდნენ ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებაზე - ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბაზარზე ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ნავთობის ფასი მთელი წლის განმავლობაში იყო დაბალი. შესაბამისად, OPEC-ის წევრი ქვეყნების მიზანია, შეამცირონ ნავთობის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბალანსის აღდგენას ნავთობის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის.

ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის ყოველდღიურ მოპოვებას 1,2 მილიონი ბარელით ამცირებენ, აგრეთვე, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ამ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიც ამცირებენ მოპოვებას დამატებით 600 ათასი ბარელით. აქედან მოყოლებული, ნავთობის ფასებმა თვალში საცემად დაიწყო მატება და თუ დაახლოებით ორი თვის წინ 1 ბარელი ნავთობი 44-46 დოლარის ფარგლებში ღირდა, დღეს უკვე მისი ფასი 54-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. ეს არის მიმდინარე წლის მაქსიმალური მაჩვენებელი. იხილეთ გაგრძელება

myquiz