რომან გოცირიძე - 2017 წლის ბიუჯეტი იმაზე ცუდია, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი იყო | Allnews.Ge

რომან გოცირიძე - 2017 წლის ბიუჯეტი იმაზე ცუდია, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი იყო

2017 წლის ბიუჯეტი იმაზე ცუდია, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი იყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, დარჩენილია 20 სამუშაო დღე და ეს ბიუჯეტი საჭიროებს შევსებას 1,1 მილიარდი ლარით, რაც აბსოლუტურად წაროუდგენელია.

"2017 წლის ბიუჯეტი არის გაბერილი, არარეალისტური ბიუჯეტი, რომელიც არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, იქნება მუდმივი პრობლემა ლართან და ფასებთან მიმართებით. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი ილუზიის დაფინანსებაა გაწერილი, პროგრამა არის არასწორი, ბიუჯეტი არის ცუდად შედგენილი და ეს შექმნის მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

myquiz