თურქული მედია - საქართველო თურქეთს 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის ვალს გადაუხდის | Allnews.Ge

თურქული მედია - საქართველო თურქეთს 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის ვალს გადაუხდის

საქართველომ თურქეთის წინაშე, 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის არსებული ვალი აღიარა.

თურქული მედიის ცნობით, 1 მილიარდი კილოვატისთვის არსებულ ვალს ქართული მხარე თურქულ კომპანია TETAŞ-ს გადაუხდის.

პრესის ცნობით, შესაბამის პუნქტს შეიცავს გასული წლის 9 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაამტკიცა.

ამ შეთანხმების თანახმად, შეიქმნება "სამუშაო ჯგუფი ენერგეტიკის საკითხებში", რომლის ფარგლებშიც თურქეთ-საქართველოს შორის მოხდება იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ქვეყნებმა ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელ ENTSO-E-ში წევრობის დროს მიიღეს.

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის დროს გაკეთებული მთავარი განცხადებები

სამუშაო ჯგუფი სხდომებს წელიწადში ერთხელ გამართავს.

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის აშენდება 400 და 154-კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზები.

myquiz