„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის | Allnews.Ge

„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

"გაზპრომმა" ქართულ კომპანიასთან  საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

როგორც "გაზპრომის" განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, "გაზპრომის" პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია "გაზკო+"-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს "გაზპრომი" კომპანია "გაზკო+"-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.

კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.

myquiz