დამზადებულია ჩინეთში - რას ნიშნავს ეს წარწერა იარლიყზე | Allnews.Ge

დამზადებულია ჩინეთში - რას ნიშნავს ეს წარწერა იარლიყზე

იტალიური ბრენდები ტრადიციულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ მყიდველმა ბრენდულ პროდუქციაზე შესაძლოა, აღმოაჩინოს წარწერა "დამზადებულია ჩინეთში".

ეს არ ნიშნავს, რომ ბრენდი ყალბია, რადგან დღეს ბევრი ევროპელი მწარმოებელი პროდუქციას ჩინეთში, თურქეთში, რუმინეთსა და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში აწარმოებს.

ჩინეთის ტერიტორიაზე ქარხნების გახსნა - მსოფლიო ტენდენციაა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩინეთში მუშახელი საკმაოდ იაფი ღირს.

ევროკავშირისა და აზიის ქვეყნების ხელფასი, ისევე როგორც უმუშევრობის დონე, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ტანსაცმლის კერვა ჩინეთში გაცილებით უფრო იაფია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

გარდა ამისა, აზიურ ქვეყნებში რესურსები უფრო ხელმისაწვდომია. უცხოური კაპიტალის მოსაზიდად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათებს აწესებს.

კონკრეტულად იტალიურ ბრენდებზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური ფეხსაცმლის 90% მაინც იტალიაში იკერება, რადგან დღესაც, იტალიური ფეხსაცმლის ბევრი დეტალი ხელით კეთდება. საიდუმლო ტექნოლოგიებისა და ხელოსნების პროფესიონალიზმის ექსპორტს იტალიაში არ მიესალმებიან.

მაგრამ ტანსაცმელს ბრენდული კომპანიები აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქარხნებზე კერავენ. თუმცა, თუ ტანსაცმელი რთულ დამუშავებას, დეკორს ან პროფესიონალურ უნარებს მოითხოვს, მაშინ მას იტალიაში ამზადებენ. იხილეთ გაგრძელება

myquiz