მილიარდერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ | Allnews.Ge

მილიარდერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ

დღეისათვის საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც წარმატების მისაღწევად უნივერსიტეტში სწავლა და დიპლომის აღება აუცილებელია. თუმცა ჩვენს გარშემო არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ, თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია.

Forbes-ის სტატისტიკის მიხედვბით ყოველ მე-8 მილიარდერს უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. მათმა უმეტესობამ სწავლას თავი დაანება და მეტი დრო იმ საქმიანობას დაუთმო, რამაც მათ წარმატება მოუტანა.

Business Insider წარმოგიდგენთ იმ მილიარდერებს, რომლებმაც კოლეჯში სწავლა მიატოვეს

რალფ ლორენი

ცნობილი ამერიკელი დიზაინერი რალფ ლორენი მოდის ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებამდე ნიუ-იორკში Baruch College-ში სწავლობდა. მან კოლეჯში მხოლოდ 2 წელი ისწავლა, რის შემდეგ განათლების მიღება შეწყვიტა და დიზაინერი გახდა. ამჟამად ის 5.8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

იან კუმი

WhatsAppპ-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი იან კუმი სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. მან სწავლა მიატოვა და მუშაობა Yahoo-ში დაიწყო, რის შემდეგაც WhatsApp-ის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. დღეს მისი ქონება 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მარკ ცუკერბერგი

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა, რა დროსაც სოციალური ქსელის შექმნის იდეა გაუჩნდა და სწავლა მე-2 კურსზე მიატოვა. დღეს მისი ქონება 66 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ტედ ტერნერი

საინფორმაციო სააგენტო CNN-ის დამაარსებელი ტედ ტერნერი ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ მას უნივერსიტეტი საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. ტერნერი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, რაც კანონის დარღვევა იყო და ის გარიცხეს. დღეს მისი ქონება 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დევიდ გეფენი

DreamWorks Animation-ის თანადამფუძნებელი დევიდ გეფენი ტექსასის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. დღეს მისი ქონება 8.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ჰოლივუდში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

ბილ გეითსი

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსი ჰარვარდში სწავლობდა, სადაც მხოლოდ 2 წელი გაატარა და შემდეგ შეწყვიტა. ამის მიზეზი კი კომპანია Microsoft-ის შექმნა გახდა. დღეს მისი ქონება 102 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ტრევის კალანიკი

Uber-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტრევის კალანიკი კალიფორნიის უნივერსიტეტში ინჟინერიას სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სწავლა მიატოვა. დღეს მისი ქონება 3.7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

myquiz