სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ - ალექსანდრე ჯეჯელავა | Allnews.Ge

სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ - ალექსანდრე ჯეჯელავა

ვაშლების პროგრამას პირველი და მთავარი ეფექტი მოჰყვა ის, რომ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ლაპარაკობს ამაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვაშლების პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სწორედ მედიის დახმარებით, მთელი ქვეყნის ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ისევე მნიშვნელოვანია რას ჭამს ბავშვი სკოლაში, როგორც ის, თუ რას სწავლობს.

"სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ. ოჯახებმა მიაქციეს ყურადღება თავიანთი შვილების ჯანსაღი კვების საკითხს. ჩვენი ამოცანა ეს იყო სწორედ, რომ მედიის დახმარებით მთელი ქვეყნის ყურადღება მიგვექცია იმისთვის, რომ ბავშვი რას ჭამს სკოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვათ, რას სწავლობს და რა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობს. ეს პროგრამა ძალიან ხალისიანად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ასევე ხალისიანად გაგრძელდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ვაშლების პროგრამა 10 სკოლაში დეკემბრამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვა პროგრამებს, მინისტრის თქმით, ამ მხრივ ბევრი კამპანია იქნება, რაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

myquiz