მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღეს | Allnews.Ge

მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღეს

პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღეს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"ძალიან აღელვებული ვარ, რომ ოქსფორდში ვიწყებ სწავლას. ყოჩაღ ყველა სტუდენტს, რომლებმაც უმაღლესი ქულებით დაასრულეს სწავლა - რთული სასწავლო წელი იყო. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში!" - ნათქვამია მალალას პოსტში.

ნობელის პრემიის 20 წლის ლაურეატი ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესწავლას აპირებს. მალალა იმავე საგნებს ისწავლის, რაც პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ შეისწავლა.

მალალა იუსაფზაი პოპულარული 11 წლის ასაკში გახდა, როდესაც ბი-ბი-სი-სთვის, გულ მაკაის ფსევდონიმით დაიწყო წერა. გოგონა თალიბანის რეჟიმის დროს არსებულ ცხოვრებას აღწერდა. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს იგი ძლიერად დაჭრეს ტერორისტული მოძრაობა "ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან"-ის მებრძოლებმა. 2013 წელს გოგონამ ანა პოლიტკოვსკაიას და სახაროვის პრემია მიიღო. 2014 წელს მალალა გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად.

2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.

myquiz