განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ვაშლის შესაძენად ტენდერს ამ კვირას გამოაცხადებს | Allnews.Ge

განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ვაშლის შესაძენად ტენდერს ამ კვირას გამოაცხადებს

განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების" კამპანიას სექტემბრიდან, სწავლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყებს.

ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, მიმდინარე კვირაში კი ტენდერიც გამოცხადდება.

"ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ კვირაში ტენდერიც გამოცხადდება. ყველა სკოლისთვის მთლიან ტენდერს ვაცხადებთ. სკოლებს და ბუფეტებს ხარჯის გაწევა აღარ დასჭირდებათ, ყველაფერს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს - სკოლებში გარეცხილ, გამშრალებულ, ყუთებში ჩალაგებულ ვაშლებს მიიტანს და ლარნაკებში ჩაალაგებს", - აღნიშნავს მუშკუდიანი.

მისი თქმით, ტენდერში გათვალისწინებული პირობით, ვაშლის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება.

წყარო: Bpn.ge

myquiz