ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში სამაგიდო თამაშები დახვდებათ | Allnews.Ge

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში სამაგიდო თამაშები დახვდებათ

საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სასწავლო პროცესში სამაგიდო თამაშების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სამაგიდო თამაშები არის სიახლე, რომელიც ამ სასწავლო წელს მოსწავლეებს სკოლაში დახვდებათ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა თამაშების მწარმოებლებთან. ჩვენი სურვილია, დაწყებით კლასებში, სამაგიდო თამაშების გამოყენება სწავლებაში უფრო მაღალი იყოს. ამ მიმართულებით მსოფლიოში ძალიან დიდი გამოცდილებაა. ყველანაირი თამაშია - ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები. ჯერჯერობით ამას საპილოტე სახე ექნება. ბუნებრივია 2000-ვე სკოლაში ერთბაშად ვერ გაჩნდება, თუმცა ჩვენი სურვილია ყოველწლიურად სამაგიდო თამაშების ნაკრები სკოლაში განახლდეს და ბავშვებს ჰქონდეს საშუალება მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა იქნება, თამაშ-თამაშით ისწავლონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

myquiz