ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა - სამინისტრო სკოლებში სამაგიდო თამაშების შეტანითაა დაინტერესებული | Allnews.Ge

ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა - სამინისტრო სკოლებში სამაგიდო თამაშების შეტანითაა დაინტერესებული

საქართველოს განათლების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. სამინისტროს ცნობით, იგეგმება ახალი პროექტის "ისწავლე მეტი თამაშით" ამოქმედება. კერძოდ, სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისებისა და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების მიზნით, სამინისტრო დაინტერესებულია სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანით და დანერგვით.

"სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი.

პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. სამაგიდო თამაში უნდა იყოს:

- აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო.

- ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე.

- მოწოდებულ იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

- იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე.

- იყოს მარტივად აღქმადი. ფერადი. მყარი მასალის. სპეციალური შესანახი შეფუთვით.

სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამასთან, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2017 წლის 10 აპრილამდე სამინისტროს მოაწოდონსამაგიდო თამაშების კონცეფცია.

myquiz