აბიტურიენტები "გამოცდების ეროვნულ ცენტრში" იმიტირებულ გამოცდებს ჩააბარებენ | Allnews.Ge

აბიტურიენტები "გამოცდების ეროვნულ ცენტრში" იმიტირებულ გამოცდებს ჩააბარებენ

აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩააბარონ და საკუთარი შესაძლებლობები ზოგადი-უნარ ჩვევების დავალებების მეშვეობით გამოსცადონ - აღნიშნულ სიახლეს "გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი" წელს ნერგავს.

"გამოცდების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად, აბიტურიენტებმა naec.ge-ზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ და გამოცდის სასურველი თარიღი მიუთითონ.

"რეგისტრაცია, სავარაუდოდ, 27 მარტიდან დაიწყება და გამოცდების ჩატარება უკვე აპრილიდან მოხდება.

მათ მიერ არჩეულ დღეს, ისინი "გამოცდების ეროვნულ ცენტრში" მოვლენ და გამოცდას სწორედ იმ გარემოში ჩააბარებენ, როგორის ეროვნული გამოცდების დროს არის, დამკვირვებლებისა და შესაბამისი გარემოს თანხლებით. რაც მთავარია, პასუხს მაშინვე შეიტყობენ,"-განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ უნარ-ჩვევების იმიტირებული გამოცდები სამი თვის განმავლობაში, აპრილში, მაისსა და ივნისში გაგრძელდება.

myquiz