რას მოგვცემს SEO აუდიტის ჩატარება?
როგორ იქცევით, როდესაც რაიმე სერვისით სარგებლობა გსურთ? ალბათ, ყველაფერს „დაგუგვლით“ იწყებთ და გადაწყვეტილებას ძიების შედეგების მიხედვით იღებთ. სწორედ თქვენ მსგავსად იქცევა ნებისმიერი თანამედროვე მომხმარებელი. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ბიზნესმა საკუთარი ვებ გვერდის სწორ განვითარებასა და SEO ოპტიმიზაციაზე იზრუნოს. სხვანაირად, შესაძლოა, რომ ონალინ სივრცეში სრულიად უხილავები იყოთ და სამიზნე აუდიტორიამდე ვერ მიხვიდეთ.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, სეო ოპტიმიზაცია მარკეტინგული პროცესია, რომლის შედეგადაც, ვებ გვერდის ხილვადობა მეტად იზრდება და საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციებს იკავებს.
ციფრული სამყარო თავისი წესებით მოქმედებს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორად გაკეთებული ოპტიმიზაციის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ თქვენზე დიდ და ცნობილ კომპანიებს „გუგლში“ გადაუსწროთ. ეს კი თქვენს წარმატებასა და გაყიდვებზე პირადპირ აისახება.
უნდა იცოდეთ, რომ SEO ოპტიმიზაცია შედარებით გრძელვადიანი პროცესია. სასურველი შედეგის დადგომა, დროსთან ერთად, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ესენია: ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა, ვებ გვერდის ამჟამინდელი მდგომარეობა, გამოყენებული სტრატეგია და ზოგადად ოპტიმიზაციის დონე.
აღსანიშნავია, რომ ხშირად კომპანიები დიდ დროსა და რესურსს რეკლამაში ხარჯავენ, მაგრამ კარგ შედეგს ვერ აღწევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საიტი ტექნიკურად ან სტრუქტურულად ოპტიმიზებული არ არის. სწორედ ამ შემთხვევაშია საჭირო უფასო SEO აუდიტი. ეს პირველი ნაბიჯია, რომლის საშუალებითაც ხედავთ, სად არის თქვენი ბიზნესი, როგორ მუშაობს ვებ გვერდი და გაუმჯობესებისთვის რა შესაძლებლობები არსებობს.
კონკრეტულად, რა ეტაპებს მოიცავს აუდიტი, რას მოგცემთ მისი ჩატარება, რატომ უნდა ისარგებლოთ უფასო სერვისით - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით.
რა არის SEO აუდიტი და რა მთავარ ეტაპებს მოიცავს?SEO აუდიტი ვებ გვერდის დეტალურ ანალიზს გულისხმობს. მისი მიზანი ყველა იმ ფაქტორის გამოვლენაა, რაც Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში საიტის პოზიციონირებას განსაზღვრავს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარი მეგზური და რუკაა.
ძირითადად, აუდიტი შემდეგ მთავარ კომპონენტებს მოიცავს:
ტექნიკური აუდიტი - ამ ეტაპზე საიტის ზოგადი სტრუქტურა, სიჩქარე, მობილურ ვერსიასთან თავსებადობა და ტექნიკური შეცდომები მოწმდება;
კონტენტის აუდიტი - ამ შემთხვევაში ვლინდება, რამდენად ხარისხიანია საიტზე განთავსებული ტექსტები, სათაურები თუ მეტა აღწერები და ასევე, ირკვევა საკვანძო სიტყვები სწორად არის თუ არა შერჩეული;
ლინკების აუდიტი - აღსანიშნავია, რომ ცუდი ან არასწორი ბმულები ვებ გვერდის რეიტინგს შესაძლოა აზიანებდეს. ამიტომაც, გარე და შიდა ბმულების ქსელი ფასდება.
SEO აუდიტის მთავარი ამოცანაა საიტის ძლიერი და სუსტი მხარეები წარმოაჩინოს, რათა შემდგომში ოპტიმიზაციის სწორი გეგმა შეიქმნას. აუდიტის გარეშე მუშაობა, ფაქტობრივად, შემთხვევით ოპტიმიზაციას ნიშნავს. ეს კი, რა თქმა უნდა, სასურველ შედეგს ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქმე პროფესიონალებს მიანდოთ. მათ, ვინც კარგად იციან, როგორ გადადგან თითოეული ნაბიჯი.
კონკრეტულად რას მოგცემთ SEO აუდიტის ჩატარება?როგორც უკვე აღვნიშნეთ, SEO აუდიტის ჩატარება ნებისმიერი ბიზნესის ვებ გვერდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით, ხარჯების დაზოგვაც კი შესაძლებელია, რადგან რესურსები იმ საკითხებისკენ მიემართება, რაც ყველაზე პრიორიტეტულია. შესაბამისად, ფაქტია, რომ აუდიტი სხვადასხვა შესაძლებლობას იძლევა.
პირველ რიგში, ეს არის საიტის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა - საძიებო სისტემაში მის პოზიციებზე შეიძლება მცირე ტექნიკური შეცდომაც კი მოქმედებდეს. აუდიტი ისეთ საკითხებს აიდენტიფიცირებს, როგორიცაა გატეხილი ბმულები, დუბლირებული გვერდები, ნელი ჩატვირთვა ან არასწორი მეტა თეგები. სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა უზრუნველყოფს საიტის ხილვადობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება - SEO აუდიტის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ, მათთვის რამდენად მარტივი ან რთულია თქვენს ვებ გვერდზე ნავიგაცია. ასევე, მორგებულია თუ არა საიტი მობილური მოწყობილობებისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან მომხმარებლის უკეთესი გამოცდილება, მეტ შემოსავალს უდრის.
კონკურენტების ანალიზი - აუდიტის დროს, თქვენს საიტს კონკურენტების ვებ გვერდებს ადარებენ. ასე შესაძლებელია, გაიგოთ, რომელი საკვანძო სიტყვებით იკავებენ ისინი მოწინავე პოზიციებს, როგორი ბმულების სტრატეგია აქვთ და ტრეფიკს რა ტიპის კონტენტით იზიდავენ. სწორედ ეს ცოდნა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ თქვენი სტრატეგია უკეთ დაგეგმოთ.
მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოპტიმიზაციის გეგმის შედგენა - აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამისი გეგმა ეტაპობრივად იქმნება. მასში გაწერილია შემდეგი საკითხები: რომელი გვერდები საჭიროებენ რედაქტირებას, სად უნდა დაემატოს საკვანძო სიტყვები და რომელ ბმულებთან არის სამუშაო.
გარდა ამისა, SEO აუდიტი ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებაა. აუდიტი ხშირად ისეთ საკვანძო სიტყვებსა და თემებს ავლენს, რაზეც თქვენი კონკურენტები არ მუშაობენ, თუმცა თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ. ეს ძალიან კარგია და ნიშნავს, რომ ტრეფიკის მოსაზიდად, ახალი სეგმენტების დასაფარად და საერთო ზრდის დასაჩქარებლად ახალი გზა იპოვეთ.
უფასო SEO აუდიტი როგორც სტარტი - რატომ ღირს მისი გამოყენება?ფაქტობრივად, ყველა თანხმდება, რომ სეო ოპტიმიზაცია თანამედროვე სამყაროში სასურველი კი არა, აუცილებელია. თუმცა ბიზნესის რაღაც ნაწილს, მაინც გაუკვევლობა აწუხებს - მათ არ იციან, რამდენად ღირს SEO მომსახურებით სარგებლობა. სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებათ უფასო SEO აუდიტი. ეს არის მარტივი და უსაფრთხო გზა, რომ საძიებო სისტემებში თქვენი ვებ გვერდის რეალური მდგომარეობა გაიგოთ.
ამგვარი მომსახურებით სარგებლობა, რასაკვირველია, ნებისმიერი კომპანიისთვის კარგი არჩევანია. ამას კი, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს.
პირველი - არანაირი ფინანსური რისკი
ზოგიერთი კომპანიისთვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის SEO აუდიტის ჩატარება შესაძლოა ძვირი იყოს. ამ შემთხვევაში, გამოსავალია უფასო SEO აუდიტი. თქვენ საჭირო ინფორმაციის გაგებას დანახარჯის გარეშე შეძლებთ და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებთ.
უფასო SEO აუდიტი ზედაპირულ შეფასებას არ ნიშნავს. ის ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშს გთავაზობთ, რომელშიც ნაჩვენებია როგორია თქვენი ვებ გვერდის მდგომარეობა და როგორ უნდა გააუჯობესოთ შედეგები.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიების ნაწილი SEO-ს საჭიროებას თითქოს აიგნორებს და მხოლოდ რეკლამაზე ზრუნავს. ამ დროს კი, თქვენ უფასო SEO აუდიტის ჩატარებით იმ ახალ ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც კონკურენტებს ჯერ არ აქვთ.
თუ აუდიტის შედეგად დაინახავთ, რომ თქვენი ბიზნესის ვებ გვერდი კარგად მუშაობს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ აღმოჩნდება, რომ საქმე მნიშვნელოვან პრობლემებთან გაქვთ, გეცოდინებათ ძალისხმევა საით მიმართოთ.
სეო სააგენტო 10xSEO კომპანიებს სწორედ მსგავს მომსახურებას სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, ვებსაიტის უფასო SEO აუდიტი მოითხოვოთ და შედეგები 10-წუთიანი ვიდეოს ფორმით მიიღოთ. მასში განხილული იქნება საიტის ამჟამინდელი მდგომარეობა, ხარვეზები, პოტენციალი და კონკურენცია.
დასკვნამას შემდეგ, რაც ფაქტი გახდა, რომ მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა და ბევრმა სერვისმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, სეო ოპტიმიზაციის ზოგად საჭიროებაზე, ფაქტობრივად, არავინ კამათობს. ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გრძელვადიანი შედეგით გამოირჩევა, აუდიტით იწყება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უფასო SEO აუდიტის ჩატარება დაბალრისკიანი, თუმცა მაღალი სარგებლის მქონე ნაბიჯია. ამიტომაც, ამ სერვისით სარგებლობას კომპანიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოერიდონ. პირიქით, მსგავსი მნიშვნელობის მომსახურების დანახარჯის გარეშე მიღება ყველასთვის დიდი შესაძლებლობაა.
ეს საშუალებას მოგცემთ, რომ სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, რამდენად საჭიროა, თქვენი ბიზნესის მეტად განვითარებისთვის, ვებ გვერდის სეო ოპტიმიზაცია.
საბოლოოდ, უფასო SEO აუდიტი ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და თქვენი კომპანიის ხილვადობისა თუ წარმატების გასაზრდელად პირველი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამიტომაც, სერვისით უფასოდ სარგებლობის შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
R