“იარაღი ამოიღო!..“ - ბესიკის ქუჩაზე, სადაც საპროტესტო მარში იმართებოდა, დაპირისპირება იყო: კადრები ადგილიდან
ბესიკის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მოსულ მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა ახალგაზრდებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნენ.
სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. პოლიციამ ადგილზე რამდენადმე პირი დააკავა.
პოლიციამ ერთი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა.