მძიმე კადრები ხარაგაულიდან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მეწყრულმა პროცესებმა დასახლებები დააზარალა
ხარაგაულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და მძიმე კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს რომ მეწყრულმა პროცესებმა დასახლებები დააზიანა.
“ხარაგაულის რაიონი სოფელი ხემაღალი, 2025 წლის 14 სექტემბერი, ბუნებრივი მოვლენები აქ შეიძლება იყოს მცირე პროცენტულობით. ამ ყველაფრის პროვოცირება რკინიგზის მოდერნიზაციის დროს წარმოებულმა აფეთქებებმა და მთის ფერდის ჩამოჭრამ გამოიწვია",- წერს ადგილობრივი ლევან კალანდაძე.