როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე" | Allnews.Ge

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამ" სთორიზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხვდა. მსახიობი რამდენიმე ქვეყნის ქალი ლიდერების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც მისი თქმით, "ბევრი რამ შეცვალეს".

"სანამ სამყაროში ცვლილებების მოწინააღმდეგეთა ხმაური ისმის, ცვლილებები, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ხდება" - წერს ენისტონი და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბევრი სახელმწიფოს მმართველ რგოლში წამყვან ადგილებს ქალები იკავებენ.

 

"სთორზე" ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, ნეპალის პრეზიდენტის ბიდჰია დევი ბჰანდარის, ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინ-ვენის, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, სლოვაკეთის პრეზიდენტის, ასევე ტრინიდადის და ტობაკოს პრეზიდენტის, ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას და სხვა ლიდერი ქალის ფოტოებიც არის.