როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეებში? | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეებში?

5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.

თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.