ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.