რა ხდება გორში, სადაც წმინდაწყლის დასახლებაში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძარი ტანსაცმლის ბაზრობაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.