სულ რამდენმა ვაქცინამ გაირა კლინიკური გამოცდის 2 ფაზა და რომელს შეისყიდის ევროკავშირი | Allnews.Ge

სულ რამდენმა ვაქცინამ გაირა კლინიკური გამოცდის 2 ფაზა და რომელს შეისყიდის ევროკავშირი

ევროკავშირი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული, ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვას გეგმავს

სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში 200-ზე მეტი სხვადასხვა ვაქცინა გადის გამოცდას, ჯანმოს ინფორმაციით, კლინიკური გამოცდის მესამე ფაზამდე მხოლოდ 6 ვაქცინა მივიდა. ესენია:

 

  • ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა (AstraZeneca-სთან ერთობლივად);
  • Moderna-ს ამერიკული ვაქცინა (აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად);
  • გერმანული BioNTech (ერთობლივად Fosun Pharma და Pfizer);
  • ჩინური Sinovac;
  • უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ვაქცინა;
  • პეკინის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ვაქცინა (ორივე ერთობლივად Sinopharm-თან).
myquiz