ინგლისში გადაშენების პირას მყოფი შავი მარტორქა დაიბადა | Allnews.Ge

ინგლისში გადაშენების პირას მყოფი შავი მარტორქა დაიბადა

ინგლისში, ჩესტერის ზოოპარკში, გადაშენების პირას მყოფი შავი მარტორქა დაიბადა. მედიის ინფორმაციით, დღესდღეობით დედამიწაზე სულ 1000-მდე შავი მარტორქაა დარჩენილი.

მარტორქის დაბადებას ათობით ადამიანი დაესწრო და მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან მალე გახდა პოპულარული. ახალშობილს ჯერჯერობით სახელი არ აქვს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულებში შავი მარტორქის პოპულაცია განსაკუთრებით შემცირდა, რისი მიზეზიც მათზე რქების გამო ნადირობაა.

დღესდღეობით აღმოსავლური შავი მარტორქა სრული გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია შეყვანილი. ველურ ბუნებაში ისინი ამჟამად მხოლოდ კენიაში, ტანზანიასა და რუანდაში არიან.

44