2030 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალება | Allnews.Ge

2030 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალება

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით 2030 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალება. მისი თქმით, 2030 წლიდან გადაადგილების უფლება მხოლოდ ელექტროენერგიაზე მომუშავე და ჰიბრიდულ ავტომობილებს ექნებათ.

BBC-ის ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოების განვითარებისთვის სამეფოს ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა. პრემიერის თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში მწვანე ინდუსტრიის განვითარებაში ქვეყანაში დამატებით 250 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს გარდა ელექტრომობილებზე გადასვლას დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. მათ შორის არის ნორვეგია, სადაც 2025 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები სრულიად აიკრძალება.

myquiz