კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა | Allnews.Ge

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აჭარაში Pჩღ ტესტი 2700 პირს ჩაუტარდა.

ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

აქედან 22 პირს მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია აღენიშნება, 3 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან.