ოზურგეთში 70 წელს გადაცილებული კაცი იმის გამო დაჭრეს, რომ მისი „ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“ | Allnews.Ge

ოზურგეთში 70 წელს გადაცილებული კაცი იმის გამო დაჭრეს, რომ მისი „ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“

მეზობლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 70 წელს გადაცილებული კაცის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება შეიძლება იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ მოხუცის "ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს", რის შედეგადაც 73 წლის ერასტო ლომჯარია მისმა ნათესავმა და მეზობელმა, 67 წლის ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფით დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

ვაჟა ლომჯარია ცხელ კვალზე დააკავეს.