როგორია ეპიდსიტუაცია აფხაზეთში, სადაც აცხადებენ, რომ კორონავირუსის წყაროს დადგენა უკვე შეუძლებელია | Allnews.Ge

როგორია ეპიდსიტუაცია აფხაზეთში, სადაც აცხადებენ, რომ კორონავირუსის წყაროს დადგენა უკვე შეუძლებელია

ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის ადმინისტრაციის ჯანდაცვის დე ფაქტო სამმართველოს ხელმძღვანელის, ირმა ვოუბას განცხადებით, უკვე გართულდა იმ ადამიანთა წრის გამოვლენა, ვისაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პირებთან ჰქონდა კონტაქტი.

მისი ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა, დღეის მდგომარეობით, 242 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 92 გამოჯანმრთელდა.

"ექიმებისთვის დღეისთვის ყველა ავადმყოფი, რომლებიც საავადმყოფოში შევა, უნდა განიხილებოდეს, როგორც კოვიდინფექციით დაავადებული. ჩვენ დღეისთვის არ ვიცით, ვის ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ამ პროცესისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელია. თუკი ჩვენ ადრე შეგვეძლო პირველი დაინფიცირებულის მოძიება, რომელსაც შეეძლო ვირუსის გავრცელება, დღეისთვის, ამის გაკეთება არ შეგვიძლია. დღეს ექიმებმა ყველა პაციენტი უნდა მიიღონ, როგორც დაინფიცირებული და ასე იქნება რესპუბლიკის ყველა საავადმყოფოში", - განაცხადა ვოუბამ.

ე.წ ოპერატიული შტაბი აფხაზეთის მცხოვრებლებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა აუცილებელი ნორმა კოვიდინფექციის თავიდან ასაცილებლად.

myquiz