რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა- არის გარკვეული საეჭვო გარემოებები, რომელიც დადგინდება | Allnews.Ge

რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა- არის გარკვეული საეჭვო გარემოებები, რომელიც დადგინდება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმის გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირება ყველა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდება.

თამაზაშვილის თქმით, დღეს ისინი ვიდეოჩანაწერებს გაეცნენ, რომლის მიხედვითაც საქმეში გარკვეული საეჭვო ფაქტორები იკვეთება.

"დღეს ძირითადად ვიდეოჩანაწერები დავათვალიერეთ, რათა გაგვეგო მარშრუტი სახლიდან შემთხვევის ადგილამდე. რაღაცეები იკვეთება, კონკრეტულად რა იკვეთება წინასწარ ვერ ვიტყვი, რადგან არის გარკვეული საეჭვო გარემოებები, რომელიც დადგინდება. ვიდეოჩანაწერების გაცნობა მთლიანად ვერ მოვასწარით, მაგრამ ჩანს, რომ მანქანაში მარტოა. ჩვენს ყველა კითხვას პასუხი არ გასცეს, ძირითადად მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით გვქონდა კითხვა და გვითხრეს, რომ თვის ბოლოს, ყველა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გააკეთებენ შესაბამის დასკვნას",-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.