როგორია ეპიდსიტუაცია მესტიის მუნიციპალიტეტში?-როდის შეძლებენ კარანტინში მყოფი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის დატოვებას | Allnews.Ge

როგორია ეპიდსიტუაცია მესტიის მუნიციპალიტეტში?-როდის შეძლებენ კარანტინში მყოფი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის დატოვებას

ამ დროისთვის, თერმოსკრინინგი მესტიის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

"გამოკვლეული მოქალაქეებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. თერმოსკრინინგი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს", - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მესტიაში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება კარანტინში და საკარანტინე 12 - დღიანი ვადა ყველას სხვადასხვა დროს ეწურება.

"ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება საკარანტინო სივრცეში და ასევე, 700-ზე მეტი ადამიანი გადაყვანილია სხვა რეგიონში. მათ სხვადასხვა პერიოდში ეწურებათ საკარანტინო ვადა. ნაკადს, რომელიც საკარანტინო სივრცეში პირველად მოთავსდა, საკარანტინე ვადა 21 აგვისტოს ეწურება", - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

myquiz