რომელი კენკროვანი ხილია განსაკუთრებით სასარგებლო ადამიანისათვის | Allnews.Ge

რომელი კენკროვანი ხილია განსაკუთრებით სასარგებლო ადამიანისათვის

მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა. ამას გარდა, იგი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს კალიუმს, რკინას, ნატრიუმს და А, С, В6, В12 ვიტამინებს. აღნიშნული ელემენტები ამცირებს ჟანგვითი სტრესისგან მიღებული დაზიანების ხარისხს და აქვეითებს წნევას. პარალელურად აძლიერებს იმუნურ დაცვას და ანადგურებს პირის ღრუს პათოგენურ ბაქტერიებს.

მოცხარი, უნიკალური შემადგენლობის ხარჯზე, ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესა და ტოქსინებს გამოდევნის. იგი ასევე იცავს გულს, მასში არსებული კალიუმის ხარჯზე. მოცხარში არის ასევე ცხიმოვანი მჟავა ომეგა-6, პოლისაქარიდები და ანტიკანცეროგენული ნაერთები.

მოცხარი აქვეითებს ჭარბი წონის მქონე ადამიანებში დიაბეტის განვითარების რისკს. სპეციალისტების აზრით კენკრაში არსებული ანტიოქსიდანტები მოქმედებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, რის შედეგადაც ჭამის შემდეგ სისხლში ნაკლები გლუკოზა ხვდება.

myquiz