საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcob.ge-ზე არის განთავსებული.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

ახალი პაციენტებიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მოქალაქეებთან დაკავშირებული პირები არიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაინფიცირებული 38 ადამიანიდან 1 უკვე გამოჯანმრთელდა.