ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ საავადმყოფო დატოვეს | Allnews.Ge

ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ საავადმყოფო დატოვეს

ცნობილმა მსახიობებმა, ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ რიტა ვილსონმა საავადმყოფო დატოვეს.

5-დღიანი მკურნალობის შემდეგ ისინი კარანტინს სახლში გაივლიან. "ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა ჯერ კიდევ კარანტინში რჩებიან. აშკარაა, რომ თავს უკეთესად გრძნობენ", - განაცხადა მათმა შვილმა ჩეტ ჰენქსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტომ ჰენქსს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდათ. წყვილი ავსტრალიაში გადასაღებ მოედანზე იმყოებოდა.

myquiz