იტალიაში კორონავირუსის შედეგად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 349 ადამიანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

იტალიაში კორონავირუსის შედეგად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 349 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსის შედეგად, 349 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, მთლიანობაში, გარდაცვლილთა რაოდენობამ 2158 ადამიანი შეადგინა.

ამავე პერიოდში, იტალიაში, დაინფიცირების 3233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ქვეყანაში საერთო ჯამში ვირუსით დაინფიცირების 27 980 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, მათი რაოდენობა 2749-ს შეადგენს