“კიბერ თავდასხმა უსმან ნურმაგომედოვის ფეისბუქზე“ - რა კადრებს ავრცელებს ეთიკური ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი? | Allnews.Ge

“კიბერ თავდასხმა უსმან ნურმაგომედოვის ფეისბუქზე“ - რა კადრებს ავრცელებს ეთიკური ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი?

სოციალურ ქსელში მრავლად ვრცელდება უსმან ნურმაგომედოვის “ფეისბუქის“ გვერდის სქრინი, სადაც ჩანს, რომ მის სახელს ზედმეტსახელი აქვს მიწერილი.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლის ფეისბუქგვერდი ქართველმა ჰაკერებმა მერაბ დვალიშვილთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაჰაკეს და მას არც თუ სასიამოვნო, სამ ასოიანი სიტყვა მიაწერეს.

0df0e36d-549e-4297-9850-b57e8354aabf-67726-1794503307.jfif

აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ “ფეისბუქგვერდზე“ ავრცელებს ეთი­კუ­რი ჰა­კე­რი, კი­ბერ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპერ­ტი, ლუკა ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

“კიბერ თავდასხმა უსმან ნურმაგომედოვის ფეისბუქზე. რამდენიმე საათის წინ ჰაკერებმა სახელში “yle“ ჩაუწერეს. მოგვიანებით სახელი ჩაასწორეს,“ - წერს ფეიქრიშვილი.

screenshot-2026-11-12-211813-1794503940.jpg

უცნობია, ვინ დგას ამის უკან და სხვა დეტალები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამჟამად უსმან ნურმაგომედოვის ფეისბუქი იძებნება და მას ძველებურად გამართულად უწერია სახელი და გვარი.

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას ზურგიდან დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად და სახეში ურტყამს.

მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.