როგორ მოვამზადოთ მანქანა შორი გზისთვის? K-Motors-ის რჩევები
შორი გზა ქალაქის ყოველდღიური გადაადგილებისგან იმით განსხვავდება, რომ ავტომობილი საათობით, ზოგჯერ კი დღეების განმავლობაში, ერთგვაროვანი დატვირთვის ქვეშ რჩება. სწორედ ამ პირობებში ჩნდება ის ხარვეზები, რომლებიც ქალაქში შეუმჩნეველი იყო. პატარა პრობლემა, რომელიც სახლთან ახლოს უბრალო შეუსაბამობას ჰგავდა, გზაზე სულ სხვა სახეს იღებს.
ამ განსხვავების გაცნობიერებას მძღოლი გამგზავრების წინ ერთი კითხვამდე მიჰყავს: ავტომობილი ამ გზისთვის მართლა მზადაა? მომზადება ამ ალბათობის შემცირებას გულისხმობს.
ყველაზე ხშირი გზის ავარია საბურავებთანაა დაკავშირებული. წნევა ცივ მდგომარეობაში უნდა შემოწმდეს, ანუ იქამდე, სანამ ავტომობილი გადაადგილებას დაიწყებს. სწორი მაჩვენებელი მწარმოებლის სახელმძღვანელოში ან მძღოლის კარის ჩარჩოზე განთავსებულ სტიკერზეა მითითებული – საბურავის გვერდი, ამ შემთხვევაში, სანდო წყარო არ არის.
პროტექტორი ასევე ყურადღებას საჭიროებს. პრაქტიკული გზა შემოწმებისთვის მონეტაა. პროტექტორის სიღრმე უმჯობესია სპეციალური საზომით შემოწმდეს. დამატებითი ვიზუალური მაჩვენებელია საბურავის ღარებში განთავსებული ცვეთის ინდიკატორები: თუ პროტექტორის ზედაპირი ინდიკატორის დონეს გაუთანაბრდა, საბურავი შესაცვლელია. შემოწმება რამდენიმე წერტილში უნდა ჩატარდეს, რადგან საბურავი შეიძლება არათანაბრად იყოს გაცვეთილი. ასევე, ბევრი მძღოლი მხოლოდ გზაზე არკვევს, რომ სათადარიგო სააბურავი მწყობრში არაა. მისი წინასწარ შემოწმება კი ამ პრობლემის პრევენციის გზაა.
აკუმულატორი ყოყმანის გარეშე, ხშირად ყველაზე ცუდ მომენტში, ჩერდება. ის, როგორც წესი, ადრევე ამჟღავნებს ნიშნებს. ექსტრემალური ტემპერატურა, განსაკუთრებით ზაფხულში, მაღალი ტემპერატურა აკუმულატორში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და შიდა კოროზიას აჩქარებს, რის გამოც მისი რესურსი შეიძლება, შემცირდეს.
გამგზავრებამდე ტექნიკოსმა უნდა შეამოწმოს აკუმულატორის დამუხტვის დონე, ტექნიკური მდგომარეობა და დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი. ასევე მოწმდება ტერმინების დამაგრება, კოროზია და დამუხტვის სისტემა — მათ შორის გენერატორის მუშაობა. ეს შემოწმება რამდენიმე წუთი გრძელდება, მის გარეშე გზაზე გაჩერება კი – საათები.
ძრავის ზეთი ცივ, დაუქოქავ ძრავზე მოწმდება. დიფსტიკი გამოდის, იწმინდება, ბრუნდება ადგილზე და კვლავ ამოდის – ამ მარტივი ოპერაციის შემდეგ ცხადია, დონე ნორმაშია თუ დამატება სჭირდებოდა.
ზეთის ფერი მისი ვარგისიანობის ზუსტი მაჩვენებელი არ არის – მუშაობის პროცესში ზეთი ბუნებრივად მუქდება. შეცვლის საჭიროება უნდა განისაზღვროს მწარმოებლის მიერ მითითებული ინტერვალით, გავლილი მანძილით, დროითა და ექსპლუატაციის პირობებით. შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს დონეს, უჩვეულო სუნს, ქაფს, მეტალის ნაწილაკებსა და ემულსიის ნიშნებს.
საცხებ-საპოხი მასალის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ავტომობილის მწარმოებლის სპეციფიკაციას შეესაბამებოდეს – სხვა ბრენდის ზეთი ყოველთვის ურთიერთჩანაცვლებადი არ არის. გამაგრილებელი სითხის რეზერვუარი ასევე ყურადღებას საჭიროებს: ქვედა ნიშნულს ქვემოთ ჩამოსვლა, განსაკუთრებით ზაფხულის სიცხეში, ძრავის გახურების უშუალო მიზეზი ხდება. რეზერვუარი ძრავის განყოფილებაში, ჩვეულებრივ, გამჭვირვალე ჭურჭლის სახით ჩანს – მინიმუმისა და მაქსიმუმის ნიშნულებით გვერდზე.
სამუხრუჭე სისტემა ის კომპონენტია, რომლის ხარვეზი სწრაფ გზაზე ყველაზე სახიფათოდ ვლინდება. სამუხრუჭე ბალიშების ცვეთაზე შეიძლება, მიუთითებდეს ჭრიალი ან მეტალის ხმა, თუმცა მხოლოდ ბგერით მათი მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. საჭიროა ბალიშების სისქის, დისკების მდგომარეობისა და სამუხრუჭე სისტემის მუშაობის პროფესიული შემოწმება. სამუხრუჭე სითხის დონეც შემოწმებას საჭიროებს: ის ძრავის განყოფილებაში, ცალკე ბლოკში ინახება და მის ნიშნულებს შორის ყოფნა სავალდებულო პირობაა.
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების ნაწილი მძღოლს შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს. ნაწილი კი სერვისცენტრის გარეშე ვერ მოხერხდება, განსაკუთრებით სამუხრუჭე სისტემა, აკუმულატორი და კომპიუტერული დიაგნოსტიკა, სადაც ინდიკატორის ჩვენება ყოველთვის ცალსახა არ არის.
K-Motors-ის სერვისები მოიცავს სავალი ნაწილის შემოწმებას, სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას, საბურავების მონტაჟ-ბალანსირებას, 3D რაზვალის გასწორებასა და კომპიუტერულ დიაგნოსტიკას. ეს ნიშნავს, რომ ერთ ვიზიტში შესაძლებელია ყველა კრიტიკული პარამეტრის გადამოწმება, ცალ-ცალკე სერვისცენტრებს შორის სიარულის გარეშე.
K-Motors-ს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ექვსი ფილიალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გამგზავრებამდე სერვისი ხელმისაწვდომია.
გზაზე ავტომობილი მოულოდნელად იშვიათად ჩერდება. უმეტეს შემთხვევაში, ხარვეზი ადრეც გამოვლენილი და ცხადი იყო.
R