“ჯადოსნურ მეკეიძეებს ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“ - ფოტოები მთიანი აჭარიდან: გიორგი კეკელიძემ “ბიბლუსის“ მხარდაჭერით სკოლას ახალი წიგნები გადასცა
“დღეს, შესანიშნავი მასწავლებლების მიწვევით, მთიანი აჭარის ერთ მწვერვალ სოფელს, ჯადოსნურ მეკეიძეებს ვესტუმრეთ და სკოლას ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ,“ - ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე წერს და მთიან აჭარაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ახალ ბიბლიოთეკას მან და “ბიბლუსმა“ წიგნები გადასცეს.

შეგახსენებთ, 2024 წელს კომპანია Biblusi • ბიბლუს-ის გენერალური დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ, გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა.


საზოგადოება აგრძელებს გიორგი კეკელიძის მიერ 2012 წელს დაფუძნებული მოძრაობის საქმეს, ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.
მოძრაობის გენერალური მხარდამჭერია Gulf Georgia
მოძრაობის მხარდამჭერია mogo.ge.