რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს? | Allnews.Ge

რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს?

ბერი ერ­მო­ლა­ო­სი (ჭე­ჟია), რო­მე­ლიც ათო­ნის მთის წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს, "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­მარ­ტავს თუ რო­მე­ლი ცოდ­ვა არ მი­ე­ტე­ვე­ბა ადა­მი­ანს.

"კი­თხვა: ვიცი რომ ადა­მი­ანს ყვე­ლა ცოდ­ვა მი­ე­ტე­ვე­ბა სუ­ლიწ­მინ­დის გმო­ბის ცოდ­ვის გარ­და, ეს რას გუ­ლის­ხმობს ზუს­ტად არ ვიცი და მარ­თლა მი­ე­ტე­ვე­ბა ყვე­ლა ცოდ­ვა?

პა­სუ­ხი: სუ­ლიწ­მი­დის გმო­ბის ცოდ­ვაა, როცა უფ­ლის­გან მად­ლმო­ნი­ჭე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად უარ­ყოფს ღმერ­თს. უფა­ლი სუ­ლიწ­მი­დის ძა­ლით ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს აძ­ლევს მო­ჭარ­ბე­ბულ მადლს, რომ­ლის ძა­ლით ამ ადა­მი­ა­ნის­თვის ღვთის - სა­მე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა ცხად­ზე უცხა­დე­სი ხდე­ბა. და თუ ამის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი მა­ინც გა­და­წყვეტს ეჭვი შე­ი­ტა­ნოს ღვთის არ­სე­ბო­ბა­ში, მა­შინ ის სცო­დავს სუ­ლიწ­მი­დის წი­ნა­შე, რომ­ლის ძა­ლი­თაც მას ეს მად­ლი ებო­ძა.

ყვე­ლა სხვა ცოდ­ვას, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ი­ნა­ნი­ებს, ღმერ­თი მი­უ­ტე­ვებს, მაგ­რამ ამ ცოდ­ვას ვერა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­ნი­ე­ბა არ­სობ­რი­ვად გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ ცოდ­ვის ბუ­ნე­ბის გამო.

სწო­რედ ამ ცოდ­ვა­ში ჩა­ვარ­და სა­ტა­ნა: ის ან­გე­ლო­ზი იყო და სავ­სე იყო ღვთის შე­მეც­ნე­ბის მად­ლით, მაგ­რამ მან შეგ­ნე­ბუ­ლად უარ­ყო ღმერ­თი, რის გა­მოც მას უკვე მო­ნა­ნი­ე­ბა აღარ შე­უძ­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, არც ღმერ­თს შე­უძ­ლია მისი მი­ტე­ვე­ბა", - წერს ბერი.