რატომ არის სიყვარულის გარეშე სექსი მრუშობა
პოპულარული ხდება მსჯელობა სიყვარულზე და სექსზე, რომელიც ხსნის, თუ რატომ ითვლება მრუშობად ფიზიკური სიახლოვე სიყვარულის გარეშე:
“სექსი - სიყვარულით არის ბუნებრივი და არ აზიანებს სულს, ხოლო სექსი - უსიყვარულოდ - თუნდაც ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს შორის გამოყოფს ბინძურ ენერგიას და ეს არის მრუშობა...
რატომ?
სიყვრულის ჩაკრა - ანახატა არის მაღლა - გულთან - ამ ჩაკრით სულიერი ადამიანი გადადის ხორციელში - ანუ სიყვარული არის სულის თვისება და შემდგომ ის გადადის ხორციელში - სექსში: ანუ ჯერ ერთდებიან სულები, შემდეგ სხეულებიც - ესაა ბუნებრივი - დაქორწინება არაფერ შუაშია! ღმერთის შეერთებულად კი ითვლება არა მღვდლის შეერთებული, არამედ სიყვარულით შეერთებულნი, რადგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანებს შეაყვაროს ერთმანეთი - ძალით სიყვარული ამიტომაც არ არსებობს. სექსი და ჭამა ხორციელი სიმოვნებებია და ცხადია ზედმეტობა იწვევს ზედმეტ ხორციელობას - ანუ მიჯაჭვულობას - ადამიანში ნახევარი უნდა იყოს სულიერი, ნახევარი - მიწიერი - ესაა ნორმა. ანახატას ზევით და ანახატას ქვევით ადამიანს აქვს ტოლი რაოდენობით ჩაკრები ანუ ენერგეტიკული ცენტრები - ანახატა კი ორმაგი ბუნებისაა - ისევე, როგორც ღმერთ-კაცი ქრისტე, რომელიც სიყვარულის ჩაკრით შემოვიდა ადამიანებში".