ლოცვა, რომელსაც განკურნება შეუძლია და ოჯახის წევრებისთვისაც იკითხება | Allnews.Ge

ლოცვა, რომელსაც განკურნება შეუძლია და ოჯახის წევრებისთვისაც იკითხება

ამბობენ, რომ ამ ლოცვას შეუძლია ხსნა და განკურნება მოუტანოს მთელ ოჯახს, წარსულ თაობებსაც კი.

“უფალო, გთხოვ, მაპატიე მე და მთელ ჩემს ოჯახს - მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ვინც ახლა არიან და ვინც მომავალში იქნებიან. განწმინდე ჩვენი გულები და გაგვათავისუფლე ყოველგვარი წყევლის, ტვირთისა და სასჯელისგან.“

უფალო, გამიხანგრძლივე სიცოცხლე, მაგრამ ნუ წამართმევ საღ გონებას. დაე, ჩემი სახლი სავსე იყოს სითბოთი და სიმშვიდით, და არასოდეს მოგვაკლდეს წყალი და საზრდო. დაიცავი ჩემი ოჯახი ტკივილის, შურის, ცილისწამებისა და ყოველგვარი ბოროტებისგან.

აკურთხე ჩემი შვილები, ჩემი შთამომავლობა და ყველა, ვინც მიყვარს. ნუ დამაშორებ მათ და ნუ მახილვებ მათ ტანჯვას. მოგვეცი ძალა სირთულეებში, რწმენა განსაცდელში და სულიერი სიმშვიდე, რათა ყოველთვის შევძლოთ წინსვლა.