ელექტროენერგიის ტარიფი მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირდება - რა გადაწყვიტა სემეკმა? | Allnews.Ge

ელექტროენერგიის ტარიფი მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირდება - რა გადაწყვიტა სემეკმა?

დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი 5 თეთ­რით იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ სხდო­მა­ზე ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ აქამ­დე თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი აბო­ნენ­ტე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად 0-იდან 101 კი­ლო­ვა­ტამ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარ­დნენ და ერთ კი­ლო­ვატ­ში 15,041 თეთ­რს იხ­დიდ­ნენ, 1-ელი აპ­რი­ლი­დან ტა­რი­ფი 20,041 თეთ­რამ­დე გა­ეზ­რდე­ბათ. 101-301 კი­ლო­ვატ სა­ა­თის ჩათ­ვლით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი 19.053 თეთ­რი­დან 24,053 თეთ­რამ­დე მო­ი­მა­ტებს, ხოლო, 301 კი­ლო­ვატ­ზე მეტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი 23.537 თეთ­რი­დან 28,537 თეთ­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

  • სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რე­გი­ო­ნე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი, დე­და­ქა­ლა­ქის მსგავ­სად, 5 თეთ­რით იზ­რდე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რე­გი­ო­ნებ­ში „ეპ ჯორ­ჯია“ იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც 0-იდან 101 კი­ლო­ვა­ტამ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარ­დნენ, ტა­რი­ფი 15.041 თეთ­რი­დან 20.041 თეთ­რამ­დე ეზ­რდე­ბათ, 101-301 კი­ლო­ვატ სა­ა­თის ჩათ­ვლით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი 19.053 თეთ­რი­დან 24.053 თეთ­რამ­დე იზ­რდე­ბა, ხოლო 301 კი­ლო­ვატ­ზე მეტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი 23.537 თეთ­რი­დან 28.537 თეთ­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

ასე­ვე, სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი გა­იზ­რდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რის­თვი­საც. ზრდა 1-ელი აპ­რი­ლი­დან, სა­შუ­ა­ლოდ, 5-6 თეთ­რით და­ფიქ­სირ­დე­ბა.კერ­ძოდ, სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რის­თვის, 110-35 კვ.მდე არ­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფი - 25.267 გა­ი­ზარ­და 5.055 თეთ­რით და გახ­და 30.322.

10-6-3.3 კვ.მდე ასე­ვე გა­ი­ზარ­და და 27.880-ის მა­გივ­რად, გა­ნი­სა­ზღვრა 34.632-ით. რაც შე­ე­ხე­ბა 380-220 კვ.მდე არ­სე­ბულ ტა­რიფს, 28.961 თეთ­რის მა­გივ­რად, 35.731 თეთ­რი იქ­ნე­ბა.

სხდო­მა­ზე დად­გინ­და, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა სექ­ტო­რის­თვის იმოქ­მე­დებს 2026 წლის პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან, 2031 წლის პირ­ველ იან­ვრამ­დე.